Jun 5, 2010

ქართული ფონტების დაყენება N900-ზე


N900-ზე ფონტების დასაყენებლად პირველ რიგში საჭიროა პროგრამა "rootsh" რომელიც დაგეხმარებათ ადმინის უფლებების მოსაპოვებლად მაემოს ოპერაციულ სისტემაში. ის შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან:
http://repository.maemo.org/extras-devel/dists/fremantle/install/rootsh.install

ვაყენებთ პროგრამას ტელეფონში. მერე ვიწერთ ინტერნეტში ხშირად გამოყენებად ფონტებს. მაემოზე მიდის მხოლოდ .ttf გაფართოების ფონტები. მე პირადად დავაყენე ეს ფონტები და ბევრ ქართულ საიტს ვკითხულობ : ფონტების გადმოწერა

არქივს ვხსნით და ფონტებს ვაგდებთ პაპკაში  N900/MyDocs/.Documents

გახსენით X-terminal და ჩაწერეთ შემდეგი ბრძანება:

sudo gainroot

და ვაჭერთ ენტერს. ახლა ჩვენ უკვე ადმინის უფლებები გვაქვს.


ამ ბძანებით მოვიპოვებთ ადმინის უფლებებს. შემდეგი ბრძანებაა:

mkdir ~/.fonts

და ვაჭერთ ენტერს. შემდეგ კიდევ ერთი ბრძანება

mv ~/MyDocs/.documents/*.ttf ~/.fonts/

და კიდევ ენტერი.


ახლა კი გახსენით ბრაუზერი და შედით რომელიმე ქართულ საიტზე :)
გაითვალისწინეთ რომ ყველა ბრძანების სინტაქსი უნდა იყოს ზუსტი, სადაც დიდი ასო წერია იქ აუცილებლად დიდი ასო უნდა და ა.შ.

დიდი მადლობა tushi-ს სტატიის მოწოდებისთვის :)

7 კომენტარი:

David at 05 June, 2010 13:58 said...

ამის გაკეთება XM 5800-ზე თუა შესაძლებელი? და საერთოდ როგორ შეიძლება რო ჩემს მობილურში ვწერო და ვიკითხო ქართული ფონტით?

ziko at 05 June, 2010 17:45 said...

David, არა ეგ სტატია არის მხოლოდ მაემოზე ბაზირებულ ტელეფონებზე, ანუ ნ900-ზე. სიმბიანისტვის კი აქ წერია: http://symbiange.blogspot.com/2009/07/blog-post.html

giorgi said...

გამარჯობათ

ყველაფერი დავაყენე ინსტრუქციით და მუშაობს, ანუ ინტერნეტში ქართულ საიტებს 'ქართულად' ხსნის.
მაგრამ:
- მაილს რომ ვხსნი, თუ ტექსტი უნიკოდითაა დაწერილი, არაფერი არ ჩანს და რაღაცა იეროგლიფებია;
- Word-ის ფაილს რომ ვხსნი, მაინც ინგლისური ფონტით აჩვენებს (თუმცა acadnusx ჩაწერილი მაქვს ამ მეთოდით)

ამას შეიძლება ეშველოს რამე ?

წინასწარ მადლობა

kaax at 26 October, 2010 16:25 said...

რო ჩაყარეთ ფონტები რა დაგიწერრათ?

Anonymous said...

ყველაფერი ისე გავაკეთე , როგორც მითითებულია და მაინც ვერ ვწერ ქართულად :( მიშველეთ რა :(

Tushi said...

დააყენეთ პროგრამა ukeyboard და keyboard Layout Status Icon. ისე ფაიფოხში უმაგისოდაც მუშაობს ქართული შრიფტით წერა. მაგრამ ამ პროგრამებს თუ დააყენებ ქვერტის გამოუყენებლად დაკლიკავ იმ ველშ სადაც გინდა დაწერა ეს იქნება მაილი თუ ბრაუზერი. ეკრანზე გაიცჰიტება კეიბორდი და სჰეგეზლებ გადაიყვანო ქართულ შრიფტზე და წერო ქართულად.

Anonymous said...

ikneb mitxrat თვითონ rootsh პროგრამას ვერ ვაინსტალირებ ნ900ზე და მიშველეთ რამე.
როგორც კი sudo gainroot-ს ვწერ ტერმინალში მიწერს პასვორდი შეიყვანეო და რამე რომ შევიყვანო კლავიატურა აღარ აგრძელებს წერას.
ვერავინ ერკვევა N900ში?

Post a Comment

 
Home | About | კონტაქტი
მარტივი ბლოგის დიზაინი შექმნილი ზიკოს მიერ :)